განათლების სამინისტროში ხვალ ინკლუზიური განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი ახალი წიგნების პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ჩაატარებს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ განათლების სამინისტროდან აცნობეს, 2008-2009 წლებში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ ინკლუზიური განათლების მიმართულებით ახალი გამოცემები მომზადდა. მათ შორის: ”ინკლუზიური განათლება - ვისწავლოთ ერთად”, ”ჟესტური ენის ლექსიკონი - მოლაპარაკე ხელები” და ”ინკლუზიური განათლება - გზამკვლევი მასწავლებლებისათვის”.
ინკლუზიური განათლების მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს მიეცეს თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა.
ახალ გამოცემებში წარმოდგენილია ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების; განათლებისა და; მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესში.;;;
ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციისა და ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართვის მიზნით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, გამოსცა პირველი ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი "მოლაპარაკე ხელები", რომელსაც თან ერთვის სამი DVD-დისკი: ”ჩემი პირველი ანბანი ჟესტურ ენაზე;; ”მოლაპარაკე ხელები”; ზღაპრები; - ჟესტურ ენაზე ითარგმნა ,,წითელქუდა”, ,,ჩექმებიანი კატა”, ,,კომბლე “ და ,,ნაცარქექია”.
წიგნები უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას, ყველა რესურსცენტრს, ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სპეციალიზებულ სკოლებსა და ინკლუზიურ სკოლებს.;
წიგნების პრეზენტაცია სამინისტროში 14.00 საათზე გაიმართება.