თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ელექტრონული საძიებო სისტემის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

საჯარო სამსახურის ბიურომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ელექტრონული საძიებო სისტემა შეიმუშავა.

;სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ინტერნეტში ნებისმიერი დეკლარაციის მოძიება და უფასოდ ჩამოტვირთვა. აღნიშნული სისტემის ამოქმედებამდე მოქალაქეებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მისაღებად უხდებოდათ განცხადების დაწერა, ამის შემდეგ ხდებოდა განცხადების განხილვა, რაც დროს საჭიროებდა. ამასთან, ინფორმაციის გაცემა ხდებოდა მხოლოდ ასლის გადაღებისთვის დადგენილი შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ.

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ელექტრონული საძიებო სისტემის პრეზენტაცია ხვალ, 11.00 საათზე, საჯარო სამსახურის ბიუროში გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა