დიანა ღურწკაია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს რუსეთში სიმღერის საშუალებას არ აძლევენ

რუსეთში მცხოვრები მომღერალი დიანა ღურწკაია უარყოფს ვახტანგ კიკაბიძის განცხადებას, თითქოს რუსეთში სიმღერის საშუალებას არ აძლევენ და საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს.

გაზეთ “ვზგლიადის” ინფორმაციით, დიანა ღურწკაია ამბობს, რომ კიკაბიძის ამ განცხადებით გაკვირვებულია.

“არსებობოს გარკვეული პრობლემები, თუმცა რუსეთში კონცერტებს გამართვას არავინ მიშლის. უნდა აღვნიშნო, რომ არც საქართველოში მელიან გაშლილი ხელებით”, - აღნიშნა ღურწკაიამ.

როგორც “ვზგლიადი” წერს, ვახტანგ კიკაბიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა; - დაურეკა დიანა ღურწკაიას ძმამ, რობერტმა და უთხრა, რომ დიანას რუსეთში გამოსვლა აუკრძალეს, მოხსნეს ყველა ტელეპროგრამიდან.

კიკაბიძე ფიქრობს, რომ ღურწკაიას მიმართ ასეთი დამოკიდებულება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ დიანა ღურწკაიამ სპორტის სასახლეში, პრეზიდენტის მხარადამჭერ საღამოში მიიღო მონაწილეობა.;

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა