ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციები კონფერენციას გამართავენ.
;როგორც "ინტერპრესნიუსს~ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, კონფერენციაში, 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.
;მისი თქმით, შეხვედრაზე შეჯამდება 2009 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა და ფარული კენჭისყრით გამოვლინდება ყველაზე დიდი უფლებადამრღვევი და საუკეთსო უფლებადამცველი.
;კონფერენცია რესპუბლიკური საავადმყოფოს მახლობლად მდებარე დარბაზ ~ჯაზუ~-ში ჩატარდება.
;