სასტუმრო "რადისონ სას ივერიაში" ადვოკატთა სკოლის პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო ~რედისონ სას ივერიაში~ დღეს, 14:00 საათზე ადვოკატთა სკოლის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ „ადვოკატთა სკოლიდან“ აცნობეს, ინოვაციური პროექტი; საადვოკატო ბიუროს „გაბუნია და პარტნიორები“ ძალისხმევით ხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ევროპის საარბიტრაჟო პალატა

„ადვოკატთა სკოლის“ დაარსების მიზანია ახალგაზრდა იურისტებისთვის საადვოკატო პრაქტიკისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების სწავლება პრაქტიკული მეცადინეობებისა და ტრეინინგების ფორმით, აგრეთვე სკოლის ლექტორი-პრაქტიკოსი ადვოკატების მიერ წარმოებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სასამართლო პროცესებზე მათი დასწრება -ჩართულობის უზრუნველყოფა. ადვოკატთა სკოლაში მიღება იწარმოებს წინასწარი ტესტირების საფუძველზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია