არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიან არჩევნებს” ჯერ არ გადაუწყვეტია, დააკვირდება თუ არა მათი წარმომადგენელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა სირაძემ განუცხადა.
;მისივე თქმით, საკითხზე იმ საერთაშორისო ორგანიზაცია ერთად უნდა იმსჯელონ, რომლის წევრიც ”სამართლიანი არჩევნებია” და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.
;ამასთან, გადაწყვეტლება არ მიუღია დეპუტატ დავით დარჩიაშვილსაც, რომელიც უკრაინის არჩევნების პირველ ტურს ეუთო-ს ეგიდით აკვირდებოდა. ამის შესახებ დარჩიაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქართველი დამკვირვებლები აღარ გაიგზავნებიან. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც არჩევნებს უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებიან, საქართველოში დაბრუნდნენ.;
ამასთან, ზუსტი რაოდენობა, საქართველოდან საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით რამდენი დამკვირვებელია რეგისტრირებული, ცნობილი არ არის.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 თებერვალს გაიმართება.