პარლამენტმა ნიდერლანდებში საქართველოს ელჩად შოთა ღვინერია დაამტკიცა

პარლამენტმა ნიდერლანდებში საქართველოს ელჩად დღეს შოთა ღვინერია დაამტკიცა.

გადაწყვეტილება დეპუტატებმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

ღვინერიამ ამ თანამდებობაზე მაია ფანჯიკიძე შეცვალა.

შოთა ღვინერია მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

დღესვე პარლამენტმა ვატიკანში საქართველოს ელჩს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს, უფლებამოსილება გაუგრძელა.

;

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა