“ქართული აკადემია” ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს

"ქართული აკადემია” მერობის კანდიდატ ირაკლი ალასანიასთან საზოგადოების შეხვედრის აუცილებლობის შესახებ საუბრობს.

;აღნიშნულ საკითხზე “ქართული აკადემიის” წევრები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ.

;როგორც “ინტერპრესნიუსს” ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, დღესვე გაახმოვანებენ “ქართული აკადემიის” პოზიციას უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

;რაც შეეხება ალასანიასთან შეხვედრას, ქანთარიას განცხადებით, საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და ამ კითხვებს ირაკლი ალასანიამ პასუხები უნდა გასცეს.

;საზოგადოებასთან შეხვედრას ალასანიას “ქართული აკადემიის” წევრები დღეს შესთავაზებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ალასანიას პასუხი დადებითი იქნება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს