”ბილაინი” საკუთარ აბონენტებს საინფორმაციო ცენტრის სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს.
;როგორც “ინტერპრესნიუსს~ კომპანიიდან აცნობეს, დღეიდან, აბონენტი, რომელიც ~ბილაინის~ საინფორმაციო ცენტრის ნომერზე – 7777 დარეკავს, ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებს, როგორც ~ბილაინის~ მომსახურების, ტარიფებისა და შეთავაზებების შესახებ, ასევე, სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც.
;მაგალითად, აბონენტს საშუალება ექნება შეიტყოს ინფორმაცია აფიშასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის განრიგი, ცნობები ორგანიზაციების მისამართების, ტელეფონების ნომრების და ელექტრონული ფოსტის შესახებ,; ამინდის პროგნოზი, სატელეფონო კოდები, ინფორმაცია სპორტის სხვადასხვა სახეობის ანგარიშის შესახებ, ქვეყნის დედაქალაქები და სხვა.
აბონენტს ოპერატორი უპასუხებს, სურვილის შემთხვევაში კი, ინფორმციას იგი შMშ შეტყობინების სახით მიიღეს. საინფორმაციო ცენტრში დარეკვისას; 1 წუთის ღირებულება 15 თეთრს შეადგენს, ინფორმაციის მიღება კი უფასოა.
”აბონენტებზე ზრუნვის მიზნით, კომპანია ~ბილაინი~ მათ კიდევ ერთ მოხერხებულ სერვის სთავზობს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს; კომფორტული მომსახურება დაეხმარება ჩვენს არსებულ და ახალ კლიენტებს ოპტიმალურად დაგეგმონ თავიანთ განრიგი, განკარგონ დრო და სახსრები”,-; განაცხადა ~ბილაინის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ბაღდავაძემ.