ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის; ორი წარმომადგენელი; უახლოეს ხანში გათავისუფლდება.
მოლაპარაკებებმა, რომელსაც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი ვლადმიერ ჯუღელი სეპარატისტების ძალოვან უწყებებთან და რუს ოფიცრებთან აწარმოებდა, შედეგი გამოიღო.
როგორც ჯუღელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეუთო-ს დამკვირვებლები; მისიის შესრულებას უახლოეს ხანში განაგრძობენ.
რაც შეეხება გატაცების მიზეზებს; სეპარატისტების მტკიცებით,; ეუთო-ს მისიის წარმომადგენლები ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის განმარტებით კი, სოფელი აძვი ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორია და, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საზღვარი და ეუთო-ს მისიის წარმომადგენლები ვერანაირ საზღვარს ვერ დაარღვევდნენ.
საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 10 თებერვალს, დაახლოებით, 10:30 საათზე გორის რაიონის სოფელ აძვთან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა; „ბოევიკებმა” გაიტაცეს ეუთო-ს მონიტორინგის ორი; ოფიცერი, რომლებიც; რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალში გადაიყვანეს.;
;