ირაკლი ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის შეხვედრა წუხელ, გვიან ღამით გაიმართა.
;როგორც “ინტერპრესნიუსს” “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განუცხადა, შეხვედრაზე ოპოზიციურ ძალთა შორის წინასაარჩევნოდ კოორდინირებულ მუშაობას შეეხო საუბარი.;
;“ვილაპარაკეთ ოპოზიციური ძალების კოორდინირებულ მუშაობაზე. ჩვენი პოზიცია ლევანისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ცნობილია; - არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა”, - აღნიშნა ალასანიამ.
;;მისივე თქმით, იქნება თუ არა ლევან გაჩეჩილაძე მერობის კანდიდატი, ამის შესახებ იგი თავად ისაუბრებს.
;