მარსელში ე.წ. კანონიერი ქურდი ლადო ჯანაშია მოკლეს

მარსელში კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის მაფიოზური კლანის წევრი და ე.წ. კანონიერი ქურდი ლადო ჯანაშია მოკლეს.

ჯანაშიას შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი. ქართველი ~კანონიერი ქურდი~ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. საქმეს მარსელის პოლიცია იძიებს.

ერთ-ერთი ვერსიით, ჯანაშიაზე შური იძიეს და ის ცნობილი რუსი კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე ~იაპონჩიკის~ მკვლელობისთვის ჩაცხრილეს.

როგორც ცნობილია, ~იაპონჩიკზე~ თავდასხმა, რომელიც 28 ივლისს მოსკოვში განხორციელდა, ტარიელ ონიანს ბრალდება,Mმიზეზად კი ძალაუფლების გადანაწილებისას ინტერესთა კონფლიქტი სახელდება.

;

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია