უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა.;
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოში სამ წევრს წარადგენს. სასამართლოს ხელისუფლების ქვოტით დანიშნულმა; მოსამართლე ბესარიონ ლოლაძემ; საკუთარი სურვილით, ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა და მის ნაცვლად, პლენუმის გადაწყვეტილებით ზაზა თავაძე დაინიშნა.
ზაზა თავაძე 1975 წელს დაიბადა. იურიდიული განათლების მიღების შემდეგ სწავლა გერმანულენოვან მაგისტრატურაში გააგრძელა. 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. 2010 წელს დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მაგისტრატურა, სპეციალიზაციით საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირება.
1999 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. 2008 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.
საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლო ხელისუფლების ქვოტით კიდევ ორი წევრი ოთარ სიჭინავა და მაია კოპალეიშვილია წარმოდგენილი.