ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლის იუბილე სანკტ-პეტერბურგშიც აღნიშნეს

ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლის იუბილე სანკტ-პეტერბურგშიც აღნიშნეს.;;

;“იტარ-ტასის” ცნობით, საიუბილეო საღამო IX საერთაშორისო ფესტივალის “Dance Open” ფარგლებში გაიმართა.

;საღამო მიხაილოვსკის თეატრში ჩატარდა. ჭაბუკიანი 1929-1941 წლებში ლენინგრადის საბალეტო დასის სოლისტი იყო. ლენინგრადშივე დადგა გახმაურებული სპექტაკლი “ლაურენსია” და “ბაიადერას” ახალი ვერსია.

;საბალეტო სპექტაკლებიდან შესრულებული ნაწყვეტების გარდა, საღამოზე; ნაჩვენები იყო დოკუმენტური კადრები ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან.

;“იტარ-ტასის” ცნობით, საღმოში მონაწილეობდნენ რუსული ბალეტის ქართველი ვარსკვლავები – ირმა ნიორაძე და ნიკოლოზ ცისკარიძე.

ჭაბუკიანისადმი მიძღვნილი საღამოთი დასრულდა საიუბილეო ციკლი “სანკტ-პეტერბურგის საბალეტო ლეგენდები”, რომლის ფარგლებშიც საღმოები მიეძღვნა გალინა ულანოვას, კონსტანტინე სერგეევსა და სხვებს.

;2010 წელი “იუნესკომ” ვახტანგ ჭაბუკიანის წლად გამოაცხადა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავისა და ქორეოგრაფისადმი მიძღვნილი საღამოები ტარდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე