ლეხ კაჩინსკის ხსოვნის პატივსაცემად ანსამბლმა “ლაშარმა” “გაფრინდი, შავო მერცხალო” ქართულ და პოლონურ ენებზე შეასრულა

პოლონეთის პრეზიდენტის ხსოვნის პატივსაცემად ანსამბლმა “ლაშარმა” “გაფრინდი, შავაო მერცხალო” ქართულ და პოლონურ ენებზე შეასრულა.

სიმღერა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასხელში შესრულდა, სადაც სამძიმრის წიგნია გახსნილი.

“გვინდოდა, პატივი მიგვეგო ტრაგიკულად გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისა და მისი მთავრობის წევრებისთვის. ამ სიმღერით თანაგრძნობა გამოვხატეთ; ჩვენი მეგობარი პოლონელი ერისადმი, რომელიც დღეს დამწუხრებულია”, - განაცხადა ანსამლის ხელმძღვანელმა, გიორგი უშიკიშვილმა.

მისივე თქმით, სიმღერის ტექსტი პოლონურ ენაზე, სპეციალურად ამ შესრულებისთვის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის ფილოლოგიურ ფაკულტეტეზე თარგმნეს.

“არ არის გამორიცხული, სიმღერა ამ ფორმით, როგორც დღეს შევასრულეთი – ორი სტროფი ქართულად, ორი კი - პოლონურად, ჩავწეროთ კიდეც”, - აღნიშნა უშიკიშვილმა.