ირაკლი ალასანიას გუნდი ხელისუფლების შესაცვლელად აქტიურ კამპანიას იწყებს

ირაკლი ალასანიას გუნდი ხელისუფლების; შესაცვლელად აქტიურ კამპანიას იწყებს.

როგორც სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში~ საკუთარი გუნდის პრეზენტაციაზე; ირაკლი ალასანიამ განაცხადა, იგი მოუწოდებს საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისაკენ. ალასანია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების შეცვლის მიზანს გაერთიანების შემთხვევაში აუცილებლად მიაღწევენ.

მან თავის გამოსვლაში ქვეყანაში არსებულ თითქმის; ყველა პრობლემაზე ისაუბრა. ალასანიას თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა ერთპიროვნული მმართველობაა. მისი შეფასებით, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპები უგულვებელყოფილია და არის გაუმჭვირვალე მმართველობა.

ირაკლი ალასანიამ გააკრიტიკა საკადრო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ყველაფერმა ამან გამოიწვია 2007 წლის ნოემბერი და აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები. მისი თქმით, პოლიტიკურ სისტემაში არის ხარვეზები და პირველ რიგში ეს არის შესაცვლელი. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული ხარვეზები თავს იჩენს ეკონომიკაში, სადაც არის საკუთრებით ხელყოფის უამრავი ფაქტი.

ალასანია შეეხო სასამართლოს თემასაც და განაცხადა, რომ სასამართლო არ არის დამოუკდებელი. მან მეწარმეების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას საარბიტრაჟო სასამართლო, სადაც იმ მეწარმეების დავები გადაწყდება, ვისაც ხელისუფლებამ ქონება წაართვა. ირაკლი ალასანიამ სწორედ საქართველოს განვითარების ხედვაში ჩამოაყალიბა ერთ-ერთ თეზისად საარბიტრაჟო; სასამართლოს შექმნის იდეა.

მანვე ისაუბრა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ალასანიას თქმით, უნდა მოხდეს ამ სფეროს გაანალიზება დაშვებული შეცდომით, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება. `საქართველოს საერთაშორისო სტრუქტურებში თავსებადი თავდაცვის; სისტემა უნდა ჰქონდეს, ასევე აუცილებელია ოფიცრების ძლიერი; კორპუსის შექმნა~, _ აღნიშნა ალასანიამ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგარეო პოლიტიკაზე. ალასანიას თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა კორექტირება შეიტანეს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. `მათთვის მოქმედი ხელისუფლება არასაიმედოა. საქართველოს სჭირდება საერთაშორისო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ამისათვის კი ქვეყანა უნდა იყოს სტაბილური და ჰქონდეს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა~, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიას თქმით, შორს არის იმ აზრისგან, რომ მისი გუნდი ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მივა. მან განაცხადა, რომ ითანამშრომლებს ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიასთან და აღნიშნა, რომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები საქართველოში.

მანვე წარმოადგინა საკუთარი გუნდი 8 კაცის შემადგენლობით: ლევან მიქელაძე, დიმიტრი ტვილდიანი, შალვა შავგულიძე, გიორგი ჩიქოვანი, ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, ზურაბ აბაშიძე და ალექსი პეტრიაშვილი.

;

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა