ვალერი კვარაცხელია - ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო

პარტია “ნეიტრალური საქართველოს” თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრე ებრალიძის ორგანიზებით გამართულ ქართველ ხალხთა კონგრესის ყრილობას ისტორიულ მოვლენად და ქართული პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისად აფასებს.

;ამის შესახებ ვალერი კვარაცხელიამ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი ეტაპის დაწყებაში იგულისხმება ის, რომ ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის დამღუპველია და საჭიროა შეიცვალოს პოლიტიკური ვექტორი. კერძოდ კი, საქართველომ პირველ რიგში უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე და გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება რუსეთთან ნაყოფიერი დიალოგის დაწყება თუნდაც ისეთ საკითხზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

;პარტია “ნეიტრალური საქართველოს” თავმჯდომარემ ალექსანდრე ებრალიძის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ებრალიძე აქცენტს აკეთებს არა პრეზიდენტობაზე, არამედ საქართველოში არსებულ ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობაზე და მათ თავის მიზნის გარშემო გაერთიანებაზე. კვარაცხელიას განცხადებით, ებრალიძის ამ პოლიტიკას კონკრეტული შედეგი უკვე მოყვა, კერძოდ ჩამოყალიბდა სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც უკვე შეუერთდა პარტია “ნეიტრალური საქართველო” “ხალხის პარტია” და “კონსერვატიული პარტია”.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის