ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6749 ლარის ნიშნულზე შენარჩუნდა

თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.6749 ლარის ნიშნულზე შენარჩუნდა.;;;;;;

როგორც “ინტერპრესნიუსს” ეროვნული ბანკიდან აცნობეს, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სავაჭრო სესიაზე 2009 წლის 18 თებერვალს მონაწილეობდა ოთხი კომერციული ბანკი, მათ შორის, ერთი – მყიდველის, სამი – გამყიდველის სტატუსით.

საბირჟო ვაჭრობა დაიწყო კურსით: 1 აშშ დოლარი/1.6749 ლარი. დაიდო სამი საბირჟო გარიგება, რომელთა საერთო მოცულობამ 800 000 აშშ დოლარი შეადგინა. უცხოურ ვალუტაზე კომერციული ბანკების თავდაპირველმა მოთხოვნამ 800 000 აშშ დოლარი, ხოლო მიწოდებამ 1 700 000 აშშ დოლარი შეადგინა. თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის დღევანდელ ვაჭრობაში მოთხოვნა-მიწოდება დაბალანსდა შემდეგი კურსით: 1 აშშ დოლარი/1.6749 ლარი.

19 თებერვლიდან ძალაში შევა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი/1.6749 ლარი.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა