შსს-ს შენობასთან პოლიციის აღლუმი მიმდინარეობს

საქართველოს; შსს-ს შენობასთან პოლიციის აღლუმი მიმდინარეობს.

აღლუმს ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

;აღლუმი ორკესტრის თანხლებით მიმდინარეობს, რომელსაც ეროვნული მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკა მემანიშვილი დირიჟორობს.

აღლუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი მონაწილეობს - კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, პოლიციის აკადემია, საპატრულო პოლიცია, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, სულ 4 ათასამდე პირი.

აღლუმში მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ათეული პოლიციის მანქანაც, კერძოდ დაჯავშნული “კობრები”, “პიკაპები”, საპატრულო პოლიციის მანქანები.

არსებული ინფორმაციით, აღლუმის სცენარი ასეთია - პოლიციელთა ნაწილი შენობის გასწვრივ უძრავად დადგება, ნაწილი კი, შენობას მარცხნიდან და მარჯვნიდან მიუახლოვდება და; ნახევარმთვარის ფორმით შეერთდებიან.

;

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა