გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შიდა ქართლის სამხრეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

სოფლებში ბერბუკში, შავშვებში, კარალეთში გაიწმინდა სტიქიური ნაგავსაყრელები. ნაგვის გატანის პრობლემა მოუგვარდათ ბერბუკის კოტეჯებში შესახლებულ დევნილებსაც.;

დასახლებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენები დღემდე სტიქიურად იყრებოდა სხვადასხვა ადგილას და ეპიდემიების გავრცელების საშიშროებას ქმნიდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინიციატივით და დევნილთა მოთხოვნით დასუფთავების სამსახურმა შპს ,,არქმშენსტუდია - 2002” –მა ახალ დასახლებაში ნაგვის 24 ბუნკერი ჩადგა, რომელიც თვეში ექვსჯერ დაიცლება. აღნიშნული მომსახურებით 138 დევნილი ოჯახი ისარგებლებს.;

ბუნკერების დადგმა უახლოეს მომავალში იგეგმება შავშვებისა და ხურვალეთის ახალ დასახლებებშიც, სადაც 316 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია