"ეროვნული სკრინინგ ცენტრი" ქალ მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმებას ახორციელებს

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ”ეროვნული სკრინინგ ცენტრის” მიერ ქალ მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს.

დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე,; პირველი ლედი; სანდრა ელისაბედ რულოვსი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი ადგილზე გაეცნენ შემოწმების შედეგებს.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან განუცხადეს, სპეციალისტები მსჯავრდებულებს სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციის ფარგლებში ამოწმებენ.

მსჯავრდებულთა სამედიცინო გამოკვლევა პროგრამით გათვალისწინებული მთლიანი შემოწმების შემდეგ დასრულდება.

”ეროვნული სკრინინგ ცენტრის” მიერ სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ კვლევებს თბილისის მერია გაერო-ს მოსახლეობის განვითარების (UNFPA) ფონდთან ერთად აფინანსებს.

პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის ქალთა მოსახლეობაში სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნისწინა და სიმსივნის ადრეულ გამოვლენას, რაც ამ; ლოკალიზაციის კიბოს თავიდან აცილების, ხოლო; სიმსივნის საწყის სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში, ეფექტური მკურნალობით მრავალი სიცოცხლის საშუალებას იძლევა. პროგრამის მიხედვით, 25-დან 60-წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ქალბატონებს უფასოდ უტარდებათ: გინეკოლოგის მიერ გასინჯვა, ნაცხის აღება კვლევისათვის (PAP ტესტი) და საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიური კვლევა და ბიოფსია. 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს უფასოდ უტარდებათ მამოლოგის მიერ სარძევე ჯირკვლის გასინჯვა და; მამოგრაფია. ხოლო საჭიროების შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიური და ციტოლოგიური კვლევები.

;

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია