ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ უსინათლოებს 100 ხმოვანი მაჯის საათი შეუძინა.
რაიონის გამგებელმა თემურ გრიგალაშვილმა უსინათლოთა კავშირს საჩუქრები დღეს პირადად გადასცა.
თემურ გრიგალაშვილის განცხადებით, უსინათლოთა კავშირმა გამგეობას საათების შეძენის თხოვნით ორი დღის წინ მიმართა.
მისივე თქმით, გამგეობა, კომპეტენციის ფარგლებში, უსინათლოებს სხვა პრობლემების მოგვარებაში მომავალშიც დაეხმარება.
უსინათლოთა კავშირის რაიონული ფილიალის თავმჯდომარის ლუბა აბულაძის განცხადებით, ხმოვანი მაჯის საათები უსინათლოთათვის აუცილებელი ნივთია, რათა ისინი მუდმივად თავიანთ ახლობლებს არ ეკითხებოდნენ “რომელი საათია?”.
გამგეობის ინფორმაციით,; რაიონში სულ 470 პირია აღრიცხული, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირებული სავხადასხვა სახის პრობლემა აქვთ, მათგან 100-ს მხედველობა სრულად აქვს დაქვეითებული; აღნიშნული საჩუქარი სწორედ მათთვის არის განკუთვნილი.