პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კაბინაში მყოფი მესამე პირის ვინაობა დადგენილია

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კაბინაში მყოფი მესამე პირის ვინაობა დადგენილია. ამის შესახებ `რია ნოვოსტი~ იუწყება.

პოლონეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, ედმუნდ კლიხის განცხადებით, ეს იყო პოლონეთის სამხედრო-შეიარაღებული ძალების მეთაური ანჟეი ბლასიკი. `დიახ, ეს გახლდათ გენერალი ბლასიკი. მას სიტუაციაში გარკვევა სურდა. იგი მფრინავის კაბინაში ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა და უკანასკნელ წუთებამდე იქ იმყოფებოდა~, - განაცხადა კლიხმა პოლონური ტელეარხის, `ტევეენის~ ეთერში.;

მისივე თქმით, სიტუაცია, როდესაც სამხედრო-შეიარაღებული ძალების მეთაური მფრინავის კაბინაში შედის, არატიპურია. კლიხმა არ გამოთქვა ვარაუდიც, მოახდინა თუ არა გავლენა თვითმფრინავის ეკიპაჟზე გენერლის კაბინაში ყოფნამ. მისი თქმით, ეს ფსიქოლოგების საქმეა. `მე მაქვს მასალა, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევადაროთ პილოტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ფრენის დაწყებიდან დასრულებამდე~, - განაცხადა კლიხმა. მისივე თქმით,; ბლასიკამდე კაბინაში კიდევ ერთი ადამიანი შევიდა, თუმცა მისი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.

პოლონური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის განყოფილების დირექტორი იყო.

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა.

;

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია