"საქართველოს ლატარიის კომპანიის" "ლოტო 6/49"-ის გუშინდელი გათამაშება, დღეს გაიმართება.
ამის შესახებ განმარტება გათამაშების წამყვანმა ოთარ ტატიშვილმა გუშინ, პირდაპირ ეთერში, გააკეთა.
"საქართველოს ლატარიის კომპანიაში" განაცხადეს, რომ ბილეთების ბეჭვდის შეფერხება გარე ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია და მოსახლეობას ამისთვის, ბოდიში მოუხადეს.
კომპანიის გადაწყვეტილებით, ვინაიდან გუშინდელი გათამაშება დღეს გაიმართება, ბილეთების გაყიდვა, შესაბამისად, დღესაც გაგრძელდება.
ამასთან, "ლატარიის კომპანიაში" აღნიშნავენ, რომ დღევანდელ გათამაშებაში ჩვეულებრივ ჩაერთვება გუშინდელი გათამაშებისთვის უკვე შეძენილი ბილეთები.
"ლოტო 6/49"-ის გათამაშება დღეს, 21.50 საათზე, ტელეკომპანია "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება.