ზაალ სამადაშვილი საკრებულოს პირველი სხდომით კმაყოფილია

თბილისის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი საკრებულოს პირველი სხდომით კმაყოფილია .

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღეს მათ შექმნეს ნიადაგი იმისთვის, რომ საკრებულომ სწრაფად დაიწყოს მოქმედება, თბილისელებისთვის ზრუნვა.

სამადაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა კობა დავითაშვილის მოსაზრებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ საკრებულოს სხდომები მოსახლეობის აქციების ფონზე უნდა ჩატარდეს.

ზაალ სამადაშვილის თქმით, ყველა თბილისელის სურვილია კეთილდღეობაში იცხოვროს და ამ გზაზე დესტრუქციულობა არავის გამოადგება.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საინტერესო იქნება სხვა თვალსაზრისით და სხვა კუთხით მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს