ვარიანის საუბნო კომისიის წევრები დისციპლინური წესით დაისჯებიან

გორის საარჩევნო ოლქის სოფელ ვარიანის საუბნო კომისიის წევრები დისციპლინური წესით დაისჯებიან.

საქმე ეხება მედიის საშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ვარიანის საუბნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას მონაწილე პირთა საუბრების შესახებ, რომელიც კენჭისყრის შედეგების დაუბალანსებლობას და ამომრჩეველთა სიებზე ხელმოწერებს შეეხებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა. ცესკო დაუშვებელს უწოდებს კომისიის წევრების მხრიდან ისეთ გამონათქვამებსა და მსჯელობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს.

~გავრცელებულ ვიდეო-რგოლში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ გამოხატული სიტყვები შეიცავს სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაულის ნიშნებს, დოკუმენტის გაყალბებისა და არჩევნების შედეგებისათვის ხელის შეშლის მცდელობის კვალიფიკაციით. თუმცა, ვინაიდან კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მცდელობა არ იქნა განხორციელებული რეალურად და არ დამდგარა დანაშაულის შემთხვევა, ამ ფაქტის გამო კომისიის წევრთა მოქმედებები, ნაცვლად სისხლის სამართლებრივი წესით დასჯისა, უნდა იქნას დასჯადი დისციპლინური წესით~, - ნათქვამია განცხადებაში.

საარჩევნო ადმინისტრაციამ გორის საოლქო კომისიას მიმართა განეხილა აღნიშნული საკითხი, რათა გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა ვარიანის საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების შეჯამებისას. განხილვის შედეგებზე დაყრდნობით კი საოლქო საარჩევნო კომისია მომავალი არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესში აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირების კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ასეთი პირები ვეღარ მოხვდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო