კურორტი შოვი მეორე დღეა, გარე სამყაროს არის მოწყვეტილი

კურორტი შოვი მეორე დღეა, გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ონის რაიონთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი ადიდებულმა მდინარე დღვიორამ წაიღო .

ძლიერი წვიმების შედეგად, დაზიანებულია სამანქანო გზები, დატბორილია 8 კოტეჯი, ხოლო ორს მთლიანად ნგრევა ემუქრება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, დავით გაგოშიძის განცხადებით, მოსახლეობაში პანიკა არ არის და ყველაფერი კეთდება, რათა კურორტმა ფუნქციონირება რამდენიმე დღეში შესძლოს. მძიმე ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

შოვში საკურორტო სეზონი ივლისიდან იხსნება. დამსვენებლებმა, მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, კურორტის ტერიტორიაზე საცალფეხო ბილიკით მაინც შეძლეს შესვლა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის