სამტრედიას, ბაღდათსა და წყალტუბოს ახალი გამგებლები ჰყავს.
სამივე რაიონში, დღეს იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ახალი გამგებლები ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინა.
სამტრედიის გამგებელი საკრებულოს გადაწყვეტილებით – კობა კანდელაკი, წყალტუბოს გამგებელი – ოთარ ჩიტაიშვილი, ხოლო ბაღდათის გამგებელი – დავით ტაბეშაძე გახდა.
ლაშა მაქაცარიას განცხადებით, კვირის ბოლომდე კიდევ ორი რაიონის – თერჯოლისა და ხონის რაიონების გამგებლების წარდგენა მოხდება. გუბერნატორის დავალებით, ახალი გამგებლები ხვალიდანვე დაიწყებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს.