დაარსდა საუნივერსიტეტო საკალათბურთო ლიგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა თსუ-ს მაღლივი კორპუსის ახალი სპორტული დარბაზი გახსნადა საუნივერსიტეტო საკალათბურთო ლიგის დაარსების შესახებ განცხადება გააკეთა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, თსუ-ს ბაზაზე საუნივერსიტეტო საკალთბურთო ლიგა შეიქმნა. ლიგაში ექვსი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდი გაერთიანდება.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ახალი სპორტული სეზონიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კალათბურთში საუნივერსიტეტო ჩემპიონატს დააფინანსებს. უნივერსიტეტები ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შეეჯიბრებიან და ამით აღადგენენ მრავალწლიან საუნივერსიტეტო სპორტულ ტრადიციას.

მნიშვნელოვანი უწოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივას ნიკოლოზ რურუამ. მისი განმარტებით, მომავალში სწორედ პროფესიული ლიგის წევრებიდან მოხდება კალათბურთში საქართველოს ნაკრების დაკომპლექტება.

თსუ-ს უკვე ჰყავს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი საკალათბურთო გუნდი და, ასევე, ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონი გოგონათა გუნდი. სპორტსმენი სტუდენტები ამიერიდან თანამედროვე სტანდარტების სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ, რომელიც უნივერსიტეტის რესურსებით გაკეთდა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების" პროგრამის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თსუ-ს სასწავლო კორპუსებშიც.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია