სამების პატარა ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება

ეროვნული ბიბლიოთეკის უკან მდებარე სამების პატარა ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება .

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სამების ეკლესიაში კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას შეაფასებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით სამების სახელობის ეკლესიაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტები ეკლესის გადარჩენისთვის პარალელურ რეჟიმში ახორციელებენ ძეგლის ურთულეს კონსტრუქციულ გამაგრებით და კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოებს. ასევე, მიმდინარეობს სამების სახურავის შეცვლა ტრადიციული კრამიტით.

თბილისის სამების მცირე ეკლესია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის უკან მდებარეობს. ამ ადგილას პირველი ეკლესია 1790 წელს Pპეტრე აღნიაშვილის თაოსნობით აშენდა. 1832 წელს კი მისმა შვილიშვილმა მღვდელმა სვიმონ (შიო) აღნიაშვილმა ეკლესიას დასავლეთ კარიბჭე მიადგა და მანვე 1850 წელს კარიბჭეზე სამრეკლო დააშენა.

მცირე ხნის შემდეგ ტაძარი მთლიანად განაახლა დეკანოზმა ნიკოლოზ არდაზიანმა. ეკლესია 1863 წელს აკურთხეს. აქ დაიწერა ჯვარი ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვიმა.

1990 წლის მიწისძვრის დროს თბილისის სამების ეკლესია ქალაქის ხუროთმოძღვრულ ძეგლებისგან განსხვავებით განსაკუთრებით დაზიანდა. დაიბზარა ეკლესიის აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები და კამარები. წლების განმავლობაში ინტერიერში ნალექების ჩადინებამ საგრძნობლად დააზიანა კედლის მხატვრობა. ძეგლის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ბოლო დროს მომხდარი მიწისძვრების შედგად.

სამების ეკლესიის მდგომარეობიდან გამომდინარე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საგანგებოდ ერთ ეტაპად დაგეგმა ეკლესიის კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. ძეგლი წლის ბოლომდე სრულად რეაბილიტირებული იქნება.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო