ბიზნესის რეგისტრაცია გამარტივდა

სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებს რეგისტრაციისთვის კომპანიის წესდების შინაარსსა და ფორმაზე მუშაობა აღარ მოუწევთ.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმებისათვის შეიმუშავა წესდების შაბლონები და საკუთარ ვებგვერდზე განათავსა. წესდების ფორმის სააგენტოს ვებგვერდიდან (www.reestri.gov.ge) ჩამოტვირთვა, შევსება და სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გარდა ამისა, მათ საშუალება აქვთ სარეგისტრაციო სამსახურში მოითხოვონ, ადგილზე შეავსონ და ამობეჭდონ წესდების შაბლონი, საჭიროების შემთხვევაში კი შეუძლიათ ისარგებლონ სააგენტოს კონსულტანტების უფასო მომსახურებით.

სიახლეა ისიც, რომ წესდებისა და პარტნიორთა შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო აღარ არის. ამ დოკუმენტებზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმღებ–ოპერატორს შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობის დაწყებისთვის საჭირო საბუთებიდან წესდება ერთ–ერთ სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის