როზა ოტუნბაევა ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
"რია ნოვოსტის" ცნობით, პრეზიდენტის პოსტზე დამტკიცების ცერემონი დღეს ბიშკეკში გაიმართა.
ქვეყნის პოლიტიკურ ელიტის, ქვეყნაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კლუტურისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლების წინაშე ოტუნბაევამ საპრეზიდენტო ფიცი დადო. მას გადაეცა სპეციალური სამკერდე ნიშანი და ყირგიზეთის პრეზიდენტის ბეჭედი.
როზა ოტუნბაევა დსთ-სა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პირველი პრზედენტი ქალია.
ქვეყნის განდევნილმა პრეზიდენტმა ბაკიევმა ყირგიზეთი 7 აპრილს, მასობრივი არეულობის დროს დატოვა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა, რომელშიც ძირითადი ოპოზიციური პარტიების ლიდერები შევიდნენ. კოალიციურ მთავრობას როზა ოტუნბაევა ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით, ოტუნბაევას ახალი ხელისუფლების მიერ გამოცემული დეკრეტის თანახმად, გარდამავლ პერიოდში 2011 წლის 31 დეკემბრამდე, პრეზიდენტის უფლება – მოსილება მიენიჭა.
27 ივნისს ყირგიზეთში საერთო სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის დროსაც მოქალაქეთა 90-მა პროცენტმა ოტუნბაევას პრეზიდენტობის სასარგებლოდ მისცა ხმა. ამას გარდა, ყირგიზეთმა პლებისციტით ახალი კონსტიტუციაც მიიღო.