პედაგოგთა პროფკავშირის განცხადებით, განათლების სამინისტრო, გენინსპექცია და "სინდიკატის" ხელმძღვანელი დირექტორებს აშანტაჟებენ

პედაგოგთა პროფკავშირის განცხადებით, განათლების სამინისტრო, გენინსპექცია და "სინდიკატის" ხელმძღვანელი ტარას შავშიშვილი დირექტორებს აშანტაჟებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან აცნობეს, თბილისის მე–14 სკოლის დირექტორის შანტაჟის შესახებ გუშინ, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით გასული სიუჟეტი და ფარული აუდიო ჩანაწერი, კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ფაქტს, რასაც მათ პროფკავშირი დიდი ხანია ხმამაღლა აცხადებს. კერძოდ, განათლების სამინისტრო, გენინსპექცია და მათივე შექმნილი "სინდიკატის" ლიდერი ტარას შავშიშვილი დირექტორებს აშანტაჟებენ.

`ჩვენ მხარს ვუჭერთ დირექტორებს და მოვუწოდებთ მათ, რომ არ შეეგუონ უკანონო დიქტატს. პროფკავშირი ყოველთვის დაიცავს მათ უფლებებს", _ აცხადებენ პედაგოგთა პროფკავშირში.

ამასთან, პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის მანანა ღურჭუმალიძის განცხადებით, "გათიშე და იბატონეს" პრინციპით შთაგონებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოქმედებები იქამდეც კი მივიდა, რომ მინისტრის ზეპირი დირექტივებით სკოლის დირექციებს სასწავლო დაწესებულებების "ხატებისა და ჯვრებისგან გაწმენდა" დაევალათ.

"იმ მინისტრისგან, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერზე კარტ–ბლანშე აქვს მიცემული "ზემოდან" და, რომელმაც უკვე თითქმის შეძლო სკოლების ყაზარმებად გადაქცევა, ალბათ აღარაფერია გასაკვირი", _ აცხადებენ პედაგოგთა პროფკავშირში.

აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ოფისში პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე პრესკონფერენციას დღეს გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება