დადიანის ქუჩაზე "თბილისი არტ-ჰოლი" გაიხსნა

ცოტნე დადიანის ქუჩაზე ახალი კულტურის ცენტრი _ "თბილისი არტ-ჰოლი" გაიხსნა.

ახალი კულტურის ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და "საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის" დამფუძნებელმა ირაკლი წილოსანმა გახსნეს.

`თბილისი არტ-ჰოლს" მიზანი, ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაა, კულტურის ცენტრში ყოველდღიურად 500 ბავშვი ქორეოგრაფიას, ხალხურ და თანამედროვე შემოქმედებას, ხელოვნების სხვადასხვა დარგებს დაეუფლება. `თბილისი არტ-ჰოლში" საიუბილეო და სალონური საღამოები და ახალგაზრდა შემოქმედების დათვალიერება-ფესტივალებიც ჩატარდება.

ცენტრის რეაბილიტაცია `საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგმა~ განახორციელა. ხუთსართულიანი შენობის სარემონტო სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცენტრში 500-ადგილიანი თეატრის, კინოს, ქორწინების, სამხატვრო გამოფენის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სხვადასხვა დანიშნულების დარბაზებია განთავსებული, რომლებიც ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. "თბილისი არტ-ჰოლში" ასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის