გაზეთ "კვირის პალიტრის" 12-15 ივლისის გამოკითხვის თემას - "ქართული კურორტები" - 427 რესპონდენტი გამოეხმაურა.
კითხვა ასეთი იყო: "თქვენი აზრით რომელია საუკეთესო დასასვენებელი ადგილი საქართველოში". მკითხველს რედაქციის მიერ შეთავაზებული ჩამონათვალის მიხედვით უნდა შეედგინა რეიტინგი, სადაც მაქსიმალური შეფასებაა 8, ხოლო მინიმალური - 1 ქულა.
გამოკითხვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეიტინგული მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალო ქულას, რომლის მიხედვითაც შედგა რეიტინგი:
1. ბათუმი 6.67
2. ქობულეთი 6.02
3. ბორჯომი 5.89
4. ბაკურიანი 4.74
5. ურეკი 4.17
6. ბახმარო 3.25
7. შოვი 2.98
8. სურამი 2.28