ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს, 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს .

წელს პირველად გამოცდები სამი მიმართულებით მიმდინარეობდა - აბიტურიენტების, საერთო სამაგისტრო გამოცდა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები.

2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები მიმდინარე წლის 20 აგვისტოსთვის იქნება ცნობილი. შედეგების ეტაპობრივი გამოცხადება 24 ივლისიდან დაიწყება. მასწავლებელთა და მაგისტრანტთა გამოცდების შედეგები კი, სავარაუდოდ, აგვისტროს შუა რიცხვებში გამოცხადდება.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, სამივე მიმართულებით გამოცდებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 36 421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, გამოცდაზე მათი 98% გავიდა, მათგან 30 000 სტუდენტი გახდება, 9 000 მიიღებს გრანტს. დაფინანსება წელს პირველად ოთხივე საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა.

მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა და მათემატიკის 20 000 პედაგოგიდან, გამოცდაზე 70% გავიდა.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში კი 7000-მა მსურველმა მიიღო მონაწილეობა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა