გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე სათაფლიის ნაკრძალს ეწვივნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაობების მიმდინარეობა შეამოწმეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 25 თებერვალს სამინისტროს და კომპანია BP-ის შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, სათაფლიის ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტი გამოიყო.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 700 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 140 დღეში დასრულდება.