ბათუმის ქორწინების სახლში გახსნიდან დღემდე საზეიმო ცერემონიალის თანხლებით 120 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა

ბათუმის ქორწინების სახლში გახსნის დღიდან ამ დრომდე საზეიმო ცერემონიალის თანხლებით 120 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს"სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ამავე პერიოდში ბათუმის ცენტრალურ ბულვარში მდებარე ქორწინების სახლმა საქართველოს მოქალაქეების გარდა დაქორწინების მსურველ არაერთ უცხოელს უმასპინძლა. ბოლო სამ თვეში ათმა უცხოელმა აღნიშნულ ქორწინების სახლში მოაწერა ხელი.

ქალაქ ბათუმის ქორწინების სახლი 7 აპრილს გრანდიოზული ფოიერვერკით გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა გერმანიაში მოღვაწე ქართველი არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული.

დღეისთვის საქართველოში სიღნაღის ქორწინების სახლში დაქორწინების მსურველებს სამოქალაქო რეესტრის მომსახურება 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

წყვილებს აგრეთვე ემსახურება, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე, ახალი დიზაინით მოწყობილი ქორწინების სახლი; ქორწინების სახლი "კონკა", ქუთაისის, რუსთავის ქორწინების სახლები და სხვადასხვა რეგიონში მდებარე ქორწინების დარბაზები.

ქორწინების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება უფასოა - გაუქმდა ქორწინების რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის გაცემისათვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟი _ 9 ლარი; თუმცა თუ წყვილს ქორწინების რეგისტრაცია სურს სარიტუალო მომსახურებით, საფასურები შემდეგია: ქორწინების სახლებში: შაბათ-კვირას _ 150 ლარი, სხვა დღეებში _ 90 ლარი; სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში _ 50 ლარი; სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შენობის გარეთ კი _ 170 ლარი.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა