თამარ ნემსიწვერიძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

თსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თამარ ნემსიწვერიძეს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი .

სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების თაობაზე.

თამარ ნემსიწვერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანმაშრომლებმა ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 13 აგვისტოს დააკავეს. მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის შტამპით აღნიშნული 92 დასახელების წიგნი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე დაკავებულები არიან ქურდობაში ეჭვმიტანილი, ამავე ბიბლიოთეკის ყოფილი კომენდანტი, თამაზ ნიკოლეიშვილი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, წარსულში ქრთამის აღებისთვის ნასამართლევი, მფრინავთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, მერაბ ჭელიძე. მათ ასევე წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

მე-18 და მე-19 საუკუნის ისტორიული მნიშვნელობის გატაცებული წიგნები აღმოჩენილია უკრაინის სახელმწიფო ისტორიულ ბიბლიოთეკაში. წიგნების დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია