ირანში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა

ირანში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა, მწყობრში ჩადგა ენერგიის გამომუშავებელი ენერგობლოკი .

ამასთან დაკავშირებით ქალაქ ბუშერში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსატომის" ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო და ირანის ვივე-პრეზიდენტი ალი აკბარ სალეხი.

რუსული სააგენტოების ცნობით, უახლოეს 10 დღეში ენერგობლოკს 163 შემადგენელით დატვირთავენ, რაც 80 ტონა ურანის ეკვივალენტური იქნება.

ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1970-იან წლებში დაიწყო. 1995 წელს კი, გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთის სპეციალისტების მეშვეობით პროექტის დასრულების შესახებ. მაშინ ატომური სადგურის მშენებლობის დასრულება 1999 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადები სხვადასხვა მიზეზთა გამო არაერთხელ შეიცვალა.

ატომური სადგური საწვავს რუსეთიდან მიიღებს. რუსეთმა საწვავის პირველი პარტია ირანში 2007 წელს ჩაიტანა. ბირთვულ საწვავზე სრულ კონტროლს საერთაშორისო ორგანიზაცია "მაგატეს" სპეციალისტები ახორციელებენ. შეთანხმების შესაბამისად, საწვავის გადამუშავების შემდეგ გადამუშავებული ნარჩენები ისევ რუსეთში გაიგზავნება.

ირანის ბირთვული პროგრამა წლების განმავლობაში ხორციელდება, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს. საერთაშორისო თანამეგობრობა თეირანისგან ბირთული პროგრამის მშვიდობიანი ხასიათის დადასტურებას და "მაგატეს" სპეციალისტების ირანის ბირთვულ ობიექტებზე დაშვებას ითხოვს.

ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა იმ ობიექტებს, რომლებზეც ურანის გამდიდრება ხდება. ერთი ასეთი ქარხანა უკვე მუშაობს ქალაქ ნათანზიში, მეორის მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქ კუმთან ახლოს.

ირანის პრეზიდენტმა მახმუდ ახმადინეჯედმა პირობა დადო, რომ მალე ირანის ტერიტორიაზე ურანის გადამამუშავებელ 10 ქარხანა აშენდება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა