ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას 22 ლიცენზიანტი კომპანია ჰყავს

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას 22 ლიცენზიანტი კომპანია ჰყავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ განუცხადა .

მისივე ინფორმაციით, დაინტერესებული კომპანიების რიცხვი წლის ბოლომდე ორჯერ გაიზრდება.

"ინდუსტრიულ ზონაში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ამ დროისთვის 22 ლიცენზიანტი გვყავს, წლის ბოლომდე მათი რიცხვი 40-დან 50-მდე გაიზრდება. საბაჟო ტერმინალი უკვე გაიხსნა. 22-დან ორმა კომპანიამ მშენებლობა უკვე დაიწყო. Aამას გარდა, პორტის განვითარების ზონაში დაიწყო საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა, რომელიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და უკვე ნოემბრის დასაწყისში გაიხსნება, სადაც სამასი ადამიანი დასაქმდება",-განაცხადა ლემონჯავამ.

ფოთში, ინდუსტრიული ზონის პარალელურად, ახალი პორტი უნდა აშენდეს, რაშიც 5 წლის განმავლობში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა იგეგმება. ახალი პორტი დღეს არსებული პორტის გვერდით, 100 ჰექტარ ტერიტორიაზე აშენდება. ახალი პორტის აშენების პარალელურად, ფოთში ფუნქციონირებას დაიწყებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც 300 ჰექტარზე განთავსდება. პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ ნავარაუდევია 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კი - 450 მსხვილი საწარმოს დარეგისტრირება. ფოთის ახალი პორტის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობის დასრულება 2013 წლისთვის იგეგმება. მათი მფლობელია არაბული კომპანია "რაკ ინვესთმენთ აუთორითია".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის