კახა გეწაძე – რუსეთის ვიზა "ფე-ეს-ბე"-მ დამიბლოკა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე მოჭიდავეთა ნაკრებს მოსკოვში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაჰყვა.

როგორც გეწაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მოსკოვში მისი გამგზავრება პოლიტიკური ნიშნით შეიზღუდა. "იმ მიზეზით, რომ რუსეთში არასასურველი სტუმარი ვარ, "ფე-ეს-ბე"-მ მოსკოვში დაგეგმილ ტურნირზე ჩემი გამგზავრება უკვე მეორედ დაბლოკა. პირველ მსგავს შემთხვევას 2006 წელს ჰქონდა ადგილი. ამჯერადაც იგივე განმეორდა, ოფიციალური მოწვევა და ვიზა დელეგაციის ყველა წევრმა მიიღო, ჩემს გარდა", – განაცხადა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა.

მისვე თქმით, მოსკოვში გამგზავრებაში ხელის შეშლას ორი ძირითადი მოტივი ჰქონდა. პირველი ის, რომ ქართველ მოჭიდავეებს ტურნირში წარმატებულ ასპარეზობაში მაქსიმალურად ხელი შეუშალონ და მეორე ის, რომ მან ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა.

გეწაძის განცხადებით, მას მსოფლიო ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, რუსულმა მხარემ კი ზუსტად იცის, რომ იგი რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებს მხარს არავითარ შემთხვევაში დაუჭერს.

მოსკოვში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი 6 სექტემბერს გაიხსნება. ჩემპიონატზე უკვე გაემგზავრა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 7 სპორტსმენი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 7 წარმომადგენელი კი მოსკოვში 5 სექტემბერს გაემგზავრება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის