თეა თუთბერიძე - განათლების სამინისტრო შვიდი არასრულწლოვანის შეწყალებას გიორგი ზერეკიძის გამო არ ითხოვს

თეა თუთბერიძის მტკიცებით, განათლების სამინისტრო შვიდი არასრულწლოვანის შეწყალებას გიორგი ზერეკიძის გამო არ ითხოვს.

ამის შესახებ "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრმა, თეა თუთბერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასჯელაღსრულების არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან იმ 7 არასრულწლოვანის შეწყალების კომისიაზე წარდგენას არ აპირებს, რომლებმაც ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ისეთ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ, როგორებიც არი - კავკასიის ბიზნესსკოლა, შავი ზღვის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

"საქმე იმაშია, რომ წარმატებულ შვიდ არასრულწლოვანს შორის არის გიორგი ზერეკიძე, რომელიც სახელმწიფომ კრიმინალურ მენტატლიტეტთან ბრძოლის საჩვენებელ მაგალითად გამოიყენა. ახლა პროკურატურას, როგორც ჩანს, არ სურს ზერეკიძის გამოშვება. განათლების მინისტრი კი, არ მიდის პროკურატურის სურვილის წინააღმდეგ და არც ზერეკიძის და არც დანარჩენების შეწყალების საკითხს არ აყენებს", - განაცხადა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, კანონის თანახმად, არასრულწლოვნებს გამოცდებში მონაწილეობის შანსი ეძლევათ და ვინც გამოცდებს აბარებს, განათლების მინისტრი მათ შეწყალებას პრეზიდენტს სთხოვს.

"ეს პრაქტიკა წელს პირველად დაირღვა. დიმიტრი შაშკინი აჭიანურებს ან სულაც არ ფიქრობს არასრულწლოვანთა შეწყალებაზე წარდგენას, რადგან პროკურატურის წინააღმდეგ წასვლა არ სურს. არადა, ამ ბავშვებს და მომავალ თაობებს, ვისაც თავიანთი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა სურთ, ჩვენ სამუდამოდ მოვუკლავთ მომავლისთვის ბრძოლის სურვლის", - განაცხადა თუთბერიძემ.

თეა თუთბერიძე განათლების მინისტრს და იმ უნივერსიტეტების რექტორებს, სადაც 7 არასრულწოვანი ჩაირიცხა, მოუწოდებს პრეზიდენტს ამ ახალგაზრდების შეწყალება სთხოვონ.

გიორგი ზერეკიძე 2006 წელს, 14 წლის ასაკში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სასმართლომ თავდაპირველად მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ვადა 7 წლამდე შეამცირა. ზერეკიძეს ამჟამად უკვე 5 წელი აქვს მოხდილი.

გიორგი ზერეკიძე 2010 წლის ერთიან ეროვნული გამოცდების შედეგად შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩააბარა.

ამასთან, საქართველოს განათლების სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს