პირობით პატიმართა დასაქმება გრძელდება

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, პირობით პატიმართა დასაქმების პროცესი გრძელდება.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამჯერად პრობაციონერი იროდიონ მ. რაჭის რეგიონში, შპს "ამბროლაური–გზაში" მძღოლად დასაქმდა. იგი მექანიზატორის პროფესიას ფლობდა და მუშაობის დაწყების სურვილი ჰქონდა.

პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, პირობით მსჯავრდებული გრეიდერის მძღოლად დაასაქმა შპს "ამბროლაური–გზამ", რომელიც ამბროლაურის რაიონის სოფლების - სევასა და ფარახეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. პრობაციონერი ხელფასს გამომუშავებით, თვეში 400–500 ლარს მიიღებს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობაციონერთა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია წარმოადგენს. პრობაციის ბიუროები მათ კონტროლს დაქვემდებარებული პირების დასაქმების მიზნით მუდმივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია