ძიუდოს ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის დახურული სხდომა მიმდინარეობს

ძიუდოს ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს .

სხდომის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს კომიტეტის წევრებმა და ფედერაციის ხელმძღვანელმა პირებმა.

სხდომას ესწრება ამირან ტოტიკაშვილიც, რომელმაც ნაკრების მწვრთნელობიდან წასვლაზე განცხადება დღეს, სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი ცირეკიძესთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი თავის თავზე აიღო, თუმცა პასუხისმგებლობას აკისრებს ტოკიოში მყოფი დელეგაციის ხელმძღვანელ პირებს და ფედერაციის ხელმძღვანელობასაც.

ტოტიკაშვილის აზრს იზიარებს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი შოთა ხაბარელიც. მისი განცხადებით, ყველაფერში დამნაშავეა ფედერაციის ხელმძღვანელი დილარ ხაბულიანი, რომელიც თანამდებობიდან აუცილებლად უნდა გადადგეს. თავად ხაბულიანი დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

ამასთან, როგორც შოთა ხაბარელმა განაცხადა, ნაადრევი იყო ამირან ტოტიკაშვილის განცხადება, დაეტოვებინა თანამდებობა სხდომის გამართვამდე.

დღევანდელ სხდომას ესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე.

ლადო ვარძელაშვილმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ აუცილებლად დადგება ყველას პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დამნაშავეა ფედერაციასა და ნაკრებში შექმნილ ვითარებაზე.

"უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული, რათა ვითარება გამოსწორდეს",-აღნიშნა ვარძელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა