ოთარ იოსელიანის წიგნის პრეზენტაცია “თიბისი ბანკის” საგამოფენო დარბაზში გაიმართება

ოთარ იოსელიანის წიგნის პრეზენტაცია დღეს "თიბისი ბანკის" საგამოფენო დარბაზში გაიმართება.

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა მოამზადა და გამოსცა ცნობილი ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის წიგნი “ლუი”, რომელიც რეჟისორებისა და კინო ხელოვნებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის არის განკუთვნილი. “ლუი” საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

წიგნის პრეზენტაციასთან ერთად, გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ოთარ იოსელიანის ხელით შესრულებული ნახატები – კადრირება ფილმისთვის, რომელიც რეჟისორს არ გადაუღია.

აღსანიშნავია, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მოწვევით 5, 6 და 7 მარტს ოთარ იოსელიანი ატარებს მასტერკლასს რეჟისურაში თემაზე “კადრირება”.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია