დიღმის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაციები დიღმის ტყე-პარკში დღეს გარემოსდაცვით აქციას გამართავენ

როგორც "ინტერპრესნიუსს" "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან" (CENN) აცნობეს, დიღმის ტყე-პარკში გარემოსდაცვით აქციას მათთან ერთად ორგანიზებას უწევენ ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ანა გაბრიაძის საინიციატივო ჯგუფი. 

აქციის მსვლელობისას დიღმის ტყე-პარკზე სტუდია "მონიტორის" მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება მოეწყობა. ღონისძიების მიზანია, საზოგადოებისთვის იმ პრობლემების გაცნობა, რაც დიღმის ტყე-პარკს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს, როგორც ნაკრძალს და ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ეკოლოგიური ღირებულების მქონე ზონას.

ღონისძიებას თბილისის საზოგადოებრივი, კულტურული და სამეცნიერო წრეების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

2009 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკიც, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის