ე.წ. კანონიერი ქურდი ანდრო თოფურია ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

ე.წ. კანონიერი ქურდი ანდრო თოფურია, რომელიც მომღერალ ქეთა თოფურიას მამაა, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს .

ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები რუსეთის შს სამინიტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან.

"21 სექტემბერს, ღამით თოფურია საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს", - განუცხადეს "ინტერფაქსს" შს სამინისტროში.

მათივე ცნობით, ქართველი კანონიერი ქურდის გარდაცვალება ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღებას უკავშირდება.

ანდრო თოფურია მოსკოვში 2010 წლის 3 აპრილს დააკავეს. თოფურიას სამმართალდაცავებმა სამი გრამი მეტადონი აღმოუჩინეს. სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მაისში შეუფარდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ციხეებში უკვე მესამე ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი იპოვეს გარდაცვლილი; 13 ივლისს - გია მანაგაძე, იგივე "გია ქუთაისკი", ხოლო 16 სექტემბერს - გელა ტაკიძე, მეტსახელად "გელა ქობულეთსკი".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა