ირანის ისლამური რესპუბლიკის ფირმა "კასპიან გოლ ფარი როზ" თბილისში ყვავილებისა და დეკორატიული მცენარეების გამოფენა–გაყიდვას მოაწყობს.
გამოიფინება სხვადასხვა სახეობის ოთახის ყვავილები და დეკორატიული მცენარეები, როგორიცაა კაქტუსები, კორტონი, ბენჯამინი, იუკა, ტოია, ლინდა, სიკასი და სხვა.
გამოფენა ყაბეგის გამზირის 28-ში, ქუთათელაძის ქ. #6-ში, სამხატვრო კომბინატის გალერეაში, 10:00–დან 17:00 საათამდე გაიმართება.