სპეციალურად პირველ კალსელებისთვის ინგლისური ენის სახელმძღვანელო შეიქმნა

სპეციალურად პირველ კალსელებისთვის ინგლისური ენის სახელმძღვანელო შეიქმნა.

საპილოტე სკოლების პირველ კლასელებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი სახელძღვანელოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სასწავლო გეგმებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ჯოხაძემ 53-ე სკოლის პირველ კლასელებს თავად გადასცეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელო სპეციალურად პირველ კლასელი მოსწავლეებისთვის ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად შეიქმნა. მასში გათვალისწინებულია მოსწავლის ასაკი, მსოფლმხედველობა და უნარ-ჩვევები. სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის სახალისოა და იოლად ასათვისებელი.

"ინგლისური ენის სწავლებას თანამედროვე მსოფლიოს პირობებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამ საერთაშორისო ენის ცოდნა ახალგაზრდას ბევრ შესაძლებლობებს უხსნის. როგორც ცნობილია, მოზარდი უცხო ენას ადრეული ასაკიდან უფრო იოლად ეუფლება. საპილოტე სკოლებში, იქ სადაც პირველ კლასელებს ~ნეტბუკები"" დაურიგდათ, ინგლისური ენის შესწავლაც პირველი კლასიდან დაინერგა. მნიშვნელოვანია რომ სწავლების პროცესი მაღალ პროფესიონალურ დონეზე შექმნილი სახელმძღვანელოებით წარიმართება", - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

დიმიტრი შაშკინი შეხვდა ამერიკიდან ჩამოსულ ინგლისური ენის პედაგოგს დენიელა ბლეიქსაც.

მომავალი სასწავლო წლიდან ინგლისური ენის შესწავლა პირველი კლასიდან ყველა საჯარო სკოლაში დაიწყება.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა